29 ივლისი 2026,   13:59
ვრცლად
გერმანიის კანცლერი ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს

გერმანიის კანცლერი ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს. ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი შვიდწლიანი ფინანსური გეგმა რამდენიმე ასეული მილიარდი ევროთი უნდა შემცირდეს.

მისივე შეფასებით, დოკუმენტი დაუბალანსებელია და ხარჯების ყველა მიმართულებით ოპტიმიზაციას მოითხოვს. კანცლერი ხაზს უსვამს, რომ მომავალი ფინანსური გეგმა გერმანიისთვის, როგორც ბლოკის უმსხვილესი დამფინანსებლისთვის, მისაღები უნდა დარჩეს.

ბერლინის პოზიციას ნიდერლანდები, შვედეთი და დანიაც იზიარებენ. ეს სახელმწიფოები მედიის ცნობით, საერთო ევროპულ ბიუჯეტში იმაზე მეტ თანხას რიცხავენ, ვიდრე ფონდებიდან იღებენ.

ევროკომისიის მიერ მომზადებული 2028-2034 წლების ბიუჯეტის პროექტი, დაახლოებით, 1.76 ტრილიონი ევროა.

დღის ამბები