29 ივლისი 2026,   19:21
ვრცლად
"ჯო უილსონს არ ახარებს, რომ პროცესი დაძრულია და ჩვენი ურთიერთობის გადატვირთვა დაიწყო" - ირაკლი ჭეიშვილი

"ჯო უილსონის ნებისმიერი მიღებული რეზოლუცია იქნება თუ ინიცირება, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გაფუჭებას ემსახურება. თავიდან ბოლომდე, ეს ადამიანი არის ამით დაკავებული," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ჭეიშვილი ჯო უილსონის მორიგ განცხადებას ეხმაურება. 

მისი თქმით, ის, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დაიწყო, ჯო უილსონს და მის მომხრეებს არ ახარებს. 

"ყოველი აქტის მიღებაში თუ დაინიცირებაში, ჯო უილსონს უხდიან კონკრეტულ თანხას და იმიტომ არის ასეთი აჟიტირებული. ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება ზუსტად ანტიქართულია და ჯო უილსონის ნებისმიერი მიღებული რეზოლუცია თუ ინიცირება, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გაფუჭებას ემსახურება. თავიდან ბოლომდე, ეს ადამიანი არის ამით დაკავებული. ჩვენ გვიწვევენ ოფიციალურ შეხვედრებზე. ის, რომ ეს პროცესი დაძრულია და გადატვირთვა დაიწყო ჩვენი ურთიერთობის, ეს ჯო უილსონს არ ახარებს, მის დამკვეთებს არ ახარებს. ეს დიფ სთეითის ერთი დიდი ნაწილია და, შესაბამისად, დიფ სთეითის გეგმის ნაწილია, რომ საქართველო რაც შეიძლება მაქსიმალურად იქნას დაკნინებული დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის თვალში, რომ მათ შორის ურთიერთობა არ განვითარდეს," - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა დაწერა რომ "ქართული ოცნება" სიტყვის თავისუფლებას ანადგურებს და ახალი კანონპროექტის წარდგენა დააანონსა.

 

 

დღის ამბები