თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვა დასრულდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. გამოიკითხა მოწმე.
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესზე დღეს გამოიკითხა გამომძიებელი.
"დავკითხეთ პროცესზე გამომძიებელი, რომელსაც გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჰქონდა ჩატარებული ამ საქმეზე. შესაბამისად, იმ ოქმებთან დაკავშირებით გვქონდა კითხვები, რაზეც გასცა მან პასუხი. რაც შეეხება რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ პირის დაკითხვა, ყველა გამომძიებელს აქვს ძალიან დიდი წვლილი შეტანილი საქმის გამოძიებაში, შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რა ნახეს, რა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს და რა დაათვალიერეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აცხადებს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.