29 ივლისი 2026,   17:43
ვრცლად
ირაკლი ფავლენიშვილი არახამიაზე: ასე უბრალოდ, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, მე განცხადებას ვერ გავაკეთებ

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლა დადებითი პროცესია, თუმცა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება მხოლოდ ფაქტების დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი.

"კორუფციას რომ ებრძვიან, ეს ცუდი არ არის, კარგია ზოგადად. კონკრეტულ სახელებს და გვარებს რომ ასახელებ, ჯერ უნდა გაირკვეს, საბოლოო ჯამში, ეს ამ ადამიანებს უკავშირდება თუ არა. ასე უბრალოდ, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, მე განცხადებას ვერ გავაკეთებ. უახლოეს მომავალში ვიხილავთ, რა და როგორ არის", - აღნიშნავს ირაკლი ფავლენიშვილი.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა მიიჩნევს, რომ უკრაინის შესაბამისი უწყებები, ეჭვების არსებობის შემთხვევაში, ობიექტურ გამოძიებას ჩაატარებენ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი ყურადღება ქვეყნის შიდა პრობლემებზე უნდა გამახვილდეს.

"თუ ანტიკორუფციულ ბიუროს ეს ეჭვი აქვს არახამიასთან დაკავშირებით, გამოიძიებენ. უკრაინაში ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტით სარგებლობს და არ მგონია, ვინმეს ხელი დააფარონ. ჩვენ ჩვენს უბედურებას მივხედავთ, ვიდრე ვარკვიოთ იქ, ანტიკორუფციული ბიურო არახამიას კორუფციულ ფაქტს დაადგენს თუ არა", - აცხადებს ბერდია სიჭინავა.

მედიის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო შესაძლოა მუშაობდეს საქმეზე, რომელიც დავით არახამიას ეჭვმიტანილად ცნობას ითვალისწინებს.

დღის ამბები