სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა.
დღეს გამართულ მოსმენაზე ითქვა, რომ 24 ივლისს ქვეყნის ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებული აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან, საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემას კი უნდა ემოქმედა მდგრადობის უზრუნველყოფისთვის და რამდენიმე ფაქტორს არ უნდა დალოდებოდა. სემეკ-ის სამუშაო ჯგუფში აცხადებენ, რომ საკითხი საჭიროებს ორი მიმართულებით კვლევას. პირველი ეს არის კავშირის გაწყვეტა აზერბაიჯანთან და მეორე საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის უნარიანობის ნაწილი.
სემეკ-მა, ამ ეტაპზე, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. შეგახსენებთ 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო სუს-მა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.