20 აგვისტო 2026,   17:01
ვრცლად
აშშ-ის საელჩო: თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც "ჩაკრულომ" კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო, 1977 წლის 20 აგვისტოს უნიკალური ქართული მრავალხმიანობა კაცობრიობის საერთო გზავნილის ნაწილად იქცა

„ჩაკრულოს” კოსმოსში გაგზავნიდან 49 წელი გავიდა. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ ქართული პოლიფონიური სიმღერის კოსმოსში გაგზავნით, უნიკალური ქართული მრავალხმიანობა კაცობრიობის საერთო გზავნილის ნაწილად იქცა.

"დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო.

1977 წლის 20 აგვისტოს, ფლორიდის შტატის კეიპ კანავერალის კოსმოსური ცენტრიდან, NASA-მ გაუშვა ხომალდი Voyager 2, რომელმაც შორეულ კოსმოსში „ოქროს ფირფიტა” წაიღო. ეს ფირფიტა წარმოადგენდა ერთგვარ გზავნილს დედამიწიდან, იმ შემთხვევაში, თუ როდისმე მას სხვა ცივილიზაცია აღმოაჩენდა. მასზე ჩაწერილი მუსიკით, ფოტოებითა და მისასალმებელი სიტყვებით, მპოვნელი შეძლებდა გაეგო, თუ როგორი იყო სამყარო, საიდანაც ეს ხომალდი გაუშვეს. სწორედ ამერიკელთა ჯგუფის მიერ შერჩეულ ეგზემპლარებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო”.

ასე იქცა უნიკალური ქართული მრავალხმიანობა კაცობრიობის საერთო გზავნილის ნაწილად", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. 

დღის ამბები