20 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
საქართველომ სასამართლო სისტემის გაძლიერება და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა უნდა განაგრძოს - ევროსაბჭო

საქართველომ სასამართლო სისტემის გაძლიერება და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა უნდა განაგრძოს. ასეთია ევროპის საბჭოს ბოლო რეკომენდაცია, რომლის შესახებაც ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუჟნიეკსი საქართველოში ვიზიტის შემდეგ თავის ანგარიშში წერს.

კომისარი შეშფოთებულია იმ ბრალდებების გამო, რომელიც ეხება პოლიტიკურად მოტივირებული ზომების გატარებას ოპოზიციის წევრების მიმართ, განსაკუთრებით მათ წინააღმდეგ წინასწარი დაკავების მექანიზმის გამოყენებასთან დაკავშირებით.

აქვე წერია, რომ საჭიროა მტკიცე ნაბიჯების გადადგმა, რათა გაიზარდოს პროკურატურის ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ასევე მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით და მაგალითად მოყვანილია გიგი უგულავას საქმე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათ ოჯახზე განხორციელებული ზეწოლა, რაც მოქალაქეების მიერ მათ სახლებთან აქციების გამართვით, შეურაცხყოფითა და მუქარით გამოიხატებოდა.

ანგარიშში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესი მოხვდა. კომისარი მუიჟნიეკსი წერს, რომ ამ პროცესმა უამრავი კრიტიკული შენიშვნა გამოიწვია. მასთან მოსაუბრეთა უმეტესობა კი ნეგატიურად აფასებდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას.

დღის ამბები