რუსთავში, ავარიული საცხოვრებელი შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია გრძელდება. აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს თბილისის ქუჩის N8 კორპუსში. საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია ითვალისწინებს შენობის საძირკვლის გამაგრებას, კარ-ფანჯრების, აივნების და სახურავის შეცვლას, ასევე ფასადის სრულ რეაბილიტაციას. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამური ღირებულება 2 385 000 ლარია.
"მნიშვნელოვანი პროექტია შენობების გამაგრება, გაძლიერება. თბილისის ქუჩაზე რამდენიმე შენობა უკვე დავასრულეთ. მიმდინარეობს 8 ნომერი სარეაბილიტაციო სამუშაოები და, პარალელურად, ვმუშაობთ ახალი კორპუსების დაპროექტებაზე", - აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.