08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
უკრაინასა და ჩინეთს შორის რუსეთის გვერდის ავლით ახალი სატრანზიტო მარშრუტი გაიხსნა

უკრაინასა და ჩინეთს შორის რუსეთის გვერდის ავლით ახალი სატრანზიტო მარშრუტი გაიხსნა.

ექსპერიმენტული ბორანი სატვირთო მატარებელთან ერთად ილიჩევსკის პორტიდან საზეიმოდ გაუშვეს.

ახალი მარშრუტი საქართველოზე, აზერბაიჯანსა და ყახაზეთზე გაივლის და იქნება ალტერნატიული გზა, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევს აღმოსავლეთ ქვეყნებში ტვირთი რუსეთის გვერდის ავლით ჩაიტანოს.

მარშრუტში შედის შავი და კასპიის ზღვების საბორნე კვანძები.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტრადიციულ სახმელეთო მარშრუტებთან შედარებით ახალი გზა კონკურენტული უნდა გახდეს.

ოთხივე ქვეყანამ აღნიშნული მარშრუტით ტვირთის გადაზიდვის შეღავათიანი ტარიფების დადგენის თაობაზე პროტოკოლი უკვე გააფორმა.

დღევანდელ ცერემონიას ოფიციალურ პირებთან ერთად მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.

„როდესაც ჩვენ ვაშენებდით ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას, ყველა დამცინოდა, იძახოდა, რომ ვერ დავტვირთავთ. მე ვამბობდი, რომ დავტვირთავ აუცილებლად, იმიტომ რომ გაჩნდება ახალი ტვირთი, ახალი ბრუნვა დაგვემატება და რუსეთის ტვირთებს წამოვიღებთ აქეთ. ეს უბედურება რომ არ დამართვნოდა საქართველოს, დღეს უვე იქნებოდა ლაზიკის პორტი და მთელ ტვირთებს, რომელიც აქ ვერ წამოვიდა, წამოვიღებდით ლაზიკათი. დიდი დანაშაული იქნა ჩადენილი,  როდესაც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ შეაჩერეს ლაზიკის პორტის მშენებლობა. ის უკვე მინიმუმ 2 წლის დამთავრებული უნდა ყოფილიყო,“ - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.

 

დღის ამბები