29 სექტემბერი 2026,   17:40
ვრცლად
ესტონეთის ინფორმაციით, ტალინში, თავდაცვითი კომპანია Milrem-ის შენობაში გაჩენილი ხანძრის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან

ესტონეთის განცხადებით, ტალინში, თავდაცვითი კომპანია Milrem-ის შენობაში გაჩენილი ხანძრის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნა მიერ Kyiv Independent-ისთვის გაზიარებული განცხადების თანახმად, ამ ბალტიისპირეთის სახელმწიფოს მთავრობას დარწმუნებით შეუძლია განაცხადოს, რომ 15 აგვისტოს ღამეს მომხდარი თავდასხმა "რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურების დავალებით ორგანიზებული დივერსიული აქტი იყო".

მედიის ცნობით, განცხადება გაკეთდა დასავლელი ოფიციალური პირების მზარდი შეშფოთების ფონზე, მოსკოვის მიერ ნატოს ტერიტორიაზე გაძლიერებული ჰიბრიდული ოპერაციების გამო, რომლებიც ძირითადად ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ქვეყნებისა და უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების წინააღმდეგაა მიმართული.

"ესტონეთი რუსეთიდან ასეთი თავდასხმებისთვის რთული სამიზნეა. ჩვენი სადაზვერვო სამსახურები ეფექტურად მუშაობენ: რამდენიმე მსგავსი დივერსიული თავდასხმა აღკვეთილია, ხოლო Milrem Robotics-ის ქარხნისთვის ცეცხლის წაკიდების შემსრულებლები დაკავებულები არიან და ისინი ესტონეთისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ", - განაცხადა ცაჰკნა.

დღის ამბები