02 ოქტომბერი 2026,   20:55
ვრცლად
შეთანხმების გაფორმება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დაახლოებას - გივი მიქანაძე საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ორი ქვეყნის მინისტრებმა მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები ხელს შეუწყობენ განათლების სისტემაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაფართოებასა და სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებაზე.

"შეიქმნება სამუშაო ერთობლივი ჯგუფი და ეს ერთობლივი ჯგუფი საშუალებას მოგვცემს, რომ მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები განისაზღვროს განათლების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით და ჩვენ შევძლოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ორივე მხარისთვის მისაღებ შედეგებზე გავიდეთ. შეთანხმების გაფორმება და დაწყებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაზრდის დინამიკას და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დაახლოებას." - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე.

 

 

 

დღის ამბები