08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
დიდთოვლობის გამო სტამბოლის აეროპორტში 315 რეისი გადაიდო

დიდთოვლობის გამო სტამბოლის აეროპორტებში ავიარეისები გადაიდო. თურქული ავიაკომპანიები მგზავრებს ურჩევენ, რეისების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტსაიტებზე გადაამოწმონ.

გასული 12 საათის განმავლობაში 315 რეისი გადაიდო. აეროპორტის გარდა, დიდთოვლობამ პორტის მუშაობაც შეაფერხა. უამინდობის გამო შეჩერებულია საბორნე მიმოსვლა სტამბოლსა და ბურსას შორის.

ქალაქში პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობაც. დახურულია სკოლები და დაწესებულებები.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

დღის ამბები