თიბისიში, ბიზნეს ანაბრის გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა და მისი გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი.
ამასთან, ბიზნეს ანაბრის ციფრულად გააქტიურების შემთხვევაში, მომხმარებლები გაუმჯობესებული პირობით ისარგებლებენ. კერძოდ - წლიური ნომინალური განაკვეთი იქნება - 3% ლარში (რაც სტანდარტულ განაკვეთზე 1%-ით მეტია), წლიური ეფექტური განაკვეთი კი, 2.58%-მდე.
სიახლე ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, მიმდინარე ანგარიშზე არსებული უმოქმედო თანხა შემნახველ ანაბარზე განათავსონ და მიიღონ მეტი სარგებელი.
შემნახველი ანაბარი უვადოა და მასზე სასურველი რაოდენობის თანხის განთავსება ან გამოტანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. დარიცხული სარგებელი ყოველ დღეზე იანგარიშება და თვის ბოლოს ერიცხება - შესაბამისად, ბიზნესი სარგებელს იმ დღეებისთვის მიიღებს, რამდენი დღეც თანხა ანაბარზე იქნება განთავსებული.
ინიციატივის მიზანს ბიზნესების წარმომადგენლებში ციფრულ არხებზე გადასვლის წახალისება და მათთვის, თავისუფალი სახსრების ეფექტიანად მართვის ხელშეწყობა წარმოადგენს.
დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:https://tbcbank.ge/ka/business/deposits/savings-deposit.
(R)