08 ოქტომბერი 2024,   14:35
ვრცლად
ლონდონელი გამომძიებლები ფიქრობენ, რომ ლიტვინენკო პუტინის მითითებით მოკლეს

ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობა, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინის მიერ იყო სანქცირებული-ამის შესახებ ბრიტანეთის გამოძიების 300 გვერდიან დასკვნაში წერია, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის რობერტ ოუენის ინფორმაციით ანდრეი ლუგავოი და დიმიტრი კოვტუნი ლიტვინენკოს მოწამლვლას 2006 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში გეგმავდნენ, თუმცა ყოფილი აგენტი მათთან შეხვედრაზე არ მივიდა, მეორედ კი მათი შეხვედრა რამდენიმე დღის შენდემ ერთ–ერთ კაფეში შედგა. სამი კვირის შემდეგ კი ალექსანდრე ლიტვინენკო საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

დასკვნის თანახმად ყოფილი აგენტი სავარაუდოდ ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლაი პატრუშევის მითითებით მოწამლეს. ლონდონში სადამსჯელო ღონისძიებების გატარება დაიწყეს.  

ახსნა განმარტებისთვის ბრიტანეთის საგარეო უყებაში რუსეთის ელჩიც დაიბარეს. რობერტ ოუენის საგამოძიებო დასკვნას მოსკოვში პროვოკაციული და პოლიტიზირებული უწოდეს. ლავროვის უწყება ლონდონს საპასუხო ზომების მიღებით ემუქრება.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

 

 

 

დღის ამბები