08 ოქტომბერი 2024,   14:37
ვრცლად
"ეს იყო სახელმწიფოს მიერ მოწყობილი მკვლელობა,“- დევიდ კემერონი ლიტვინენკოზე

ბრიტანული გამოძიების დასკვნას, რომლის მიხედვითაც, რუსი აგენტი, ალექსანდრე ლიტვინენკო, პუტინის დავალებით მოწამლეს, პირველი საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა.

ბრიტანეთმა ეჭვმიტანილ პირებზე დაკავების ორდერი უკვე გასცა და მათი აქტივების გაყინვის გადაწყვეტილებაც მიიღო. პრემიერმა კემერონმა კი მომხდარს შემაძრწუნებელი ფაქტი უწოდა და განაცხადა, რომ ანგარიშის გაცნობის შემდეგ მთავრობა ყველა დეტალს მიიღებს მხედველობაში.

„ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რისიც ყოველთვის გვჯეროდა. ეს იყო სახელმწიფოს მიერ მოწყობილი მკვლელობა,“- განაცხადა კემერონმა.

ვაშინგტონში კი კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას რუსეთში არსებულ პრობლემებზე, რაც ოპოზიციის დევნასა და შეკვეთილ მკვლელობებში გამოიხატება. განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა.

ვლადიმერ პუტინისა და მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს KGB-ს ყოფილი თანამშრომელი ანდრეი ლუგოვოი უარყოფს, რომელიც ლიტვინენკოს მკვლელობის შემსრულებლად სახელდება. მისი თქმით, ბრიტანეთის მთავრობა მოსკოვთან ურთიერთობების ესკალაციას ეძებს და ბრალს სდებს რუსეთს, როგორც სახელმწიფოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები