20 ნოემბერი 2024,   07:19
ვრცლად
„რეზოლუცია აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის საქმემ, შესაძლოა, ჩრდილი მიაყენა მედია პლურალიზმს", - დავით ბაქრაძე

სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება. მისი თქმით, ტექსტში მნიშვნელოვანი რეკომენდაციებია გამოთქმული, თუმცა მათი უმეტესობა გათვალისწინებულია.

სასამართლო და ძალოვან უწყებებში არსებულ ხარვეზებზე კი მუშაობა გრძელდება - ამბობს მინისტრი ბაქრაძე.

"რეზოლუცია აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის საქმემ შესაძლოა ჩრდილი მიაყენა მედია პლურალიზმს ქვეყანაში და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია საქართველოს მთავრობის ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ უმასპინძლოს ევროპელ ექსპერტთა ჯგუფს ევროპიდან და ღიად გააცნოს ამ პროცესთან დაკავშირებული დეტალები", - განმარტა დავით ბაქარაძემ. 

დღის ამბები