12 ნოემბერი 2026,   08:10
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი ანტალიაში დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანს პირისპირ შეხვდება

ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია გრძელდება. დელეგატებს შორის არის საქართველოს პრეზიდენტიც, რომელიც დღეს პირისპირ შეხვდება თურქეთის პირველ პირს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

მიხეილ ყაველაშვილმა ფორუმის მონაწილეებს გუშინ სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა, რომ კლიმატის ცვლილება პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ეკონომიკას. აქცენტი მშვიდობის მნიშვნელობაზე გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველო მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფაში.

სამიტის გახსნის ოფიციალურ ცერემონიამდე საქართველოს პრეზიდენტი არაერთ ლიდერს შეხვდა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი ბრაზილიის პრეზიდენტი იყო, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

სამიტის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს, ყირგიზეთის პრემიერსა და ჩინეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა.

დღის ამბები