12 ნოემბერი 2026,   08:10
ვრცლად
ჩინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება - პეკინის შემდეგ, ქართული დელეგაციის წევრები შეხვედრებს ქალაქ ჰანგჯოუში გამართავენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში გრძელდება. პეკინის შემდეგ, ქართული დელეგაციის წევრები დღეს შეხვედრებს უკვე ქალაქ ჰანგჯოუში გამართავენ.

"ქართული ოცნების" დეპუტატები უკვე შეხვდნენ ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. მხარეები ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე, დელეგაციების გაცვლასა და საერთაშორისო ასამბლეებში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ხაზი გაესვა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერას; საუბარი იყო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე, საკანონმდებლო მხარდაჭერასა და კონკრეტულ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე.

დღის ამბები