12 ნოემბერი 2026,   14:13
ვრცლად
"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ორი სუპერტანკერი აფეთქდა

"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) საზღვაო ძალების განცხადებით, ღამით ჰორმუზის სრუტეში ორი სუპერტანკერი აფეთქდა და გაჩერდა მას შემდეგ, რაც ისინი აკრძალული მარშრუტით მოძრაობდნენ.

IRGC-ის საზღვაო ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორმა გემმა სრუტის სამხრეთით აკრძალული მარშრუტი გადაკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტის მოძრაობის მართვის ცენტრმა ისინი არაერთხელ გააფრთხილა.

უწყების ცნობით, ორივე გემი სუპერტანკერი იყო და ჯამში 4 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი გადაჰქონდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გემებს ახლა ცეცხლი უკიდია, რაც იმის შედეგია, რომ ისინი "მძარცველ და აგრესორ აშშ-ის სამხედრო ძალებს" ენდნენ.

IRGC-ის საზღვაო ძალების განცხადებით, "სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში მყოფ ნებისმიერ გემს, რომელიც სანავიგაციო სისტემებს გამორთავს და სრუტის სამხრეთით, აკრძალული მარშრუტით გადაადგილებისას აშშ-ის არმიასთან ითანამშრომლებს, იგივე ბედი ელის".

დღის ამბები