მოსკოვი ძველ მოთხოვნებს მოლაპარაკების მაგიდაზე აბრუნებს - The New York Times-ის ინფორმაციით, რუსეთი კვლავ მოითხოვს, NATO-მ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ძალები 1997 წლამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნოს.
გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტით, ეს გულისხმობს პოლონეთიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებიდან მოკავშირეების იმ სამხედრო ძალებისა და შეიარაღების გაყვანას, რომლებიც იქ 1997 წლის 27 მაისის შემდეგ განთავსდა. მოთხოვნა ამ ქვეყნების ნატოდან გასვლას არ ნიშნავს, თუმცა მათ ტერიტორიაზე მოკავშირეების სამხედრო ყოფნას მკვეთრად ზღუდავს.
The New York Times-ის შეფასებით, ტრამპისა და პუტინის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებას ევროპის უსაფრთხოების ფართო საკითხებს უკავშირებს.