"ჩვენთვის ძალიან რთულია სიტყვებით გადმოვცეთ ამ ტრაგედიის სიმძიმე, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრი, ჯაბა საყევარაშვილი ემსხვერპლა.
ჯაბა საქართველოს ფოსტაში კურიერის პოზიციაზე მუშაობდა. ის იყო ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი, პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და საქმისადმი ერთგული. ჯაბას გარდაცვალება ჩვენთვის უდიდესი დანაკარგია. ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.
ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს,"- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.