20 ნოემბერი 2026,   13:45
ვრცლად
ვიზიარებ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას - პაატა სალია

იუსტიციის მინისტრი, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს. პაატა სალია გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"ვიზიარებ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას. განსაკუთრებით მძიმე და მტკივნეულია იმის გააზრება, რომ გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც. ეს არის დანაკარგი, რომლის წინაშეც სიტყვები უძლურია.

ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ," - აღნიშნულია მინისტრის სამძიმრის წერილში.

6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები