20 ნოემბერი 2026,   14:08
ვრცლად
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს - მარიამ ქვრივიშვილი

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ეს თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი ტკივილი და დანაკარგია. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს", - წერს მარიამ ქვრივიშვილი.

6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები