24 ნოემბერი 2026,   13:10
ვრცლად
Skillwill-ის დამფუძნებელი: ვხედავთ, როგორ გაიზარდა სტუდენტების ინტერესი და განსაკუთრებით მახარებს, რომ წლის მთავარი შედეგების ჩამონათვალშია ხუთი ახალი სადიპლომო პროგრამა, რომელიც ამდიდრებს პროფესიული განათლების სისტემას

Skillwill-ის დამფუძნებელმა გიორგი მარიამიძემ Skillwill-ში ახალი კოლეჯისა და MIT Open Learning-თან თანამშრომლობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ IT-სექტორის განვითარება კარგი იქნება როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე ადგილობრივი ბიზნესისთვის. 

"2024 წელს განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებამ მოგვცა საშუალება, რომ გაგვეფართოებინა ჩვენი არეალი, შევსულიყავით ფორმალურ განათლებაში და ჩვენი ონლაინ სწავლებაში დაგროვილი გამოცდილება სწორედ პროფესიულ განათლების სისტემაში უფრო შემოგვეტანა. ვხედავთ, როგორ გაიზარდა სტუდენტების ინტერესი და განსაკუთრებით მახარებს, რომ წლის მთავარი შედეგების ჩამონათვალში არის ხუთი ახალი სადიპლომო პროგრამა, რომელიც ამდიდრებს პროფესიული განათლების სისტემას. ეს პროგრამებია ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, ციფრული მარკეტინგი, მონაცემთა ანალიტიკა და ანალიზი, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება და IT-პროექტების მართვა. ჩვენ უკვე ვართ საქართველოს ძირითად ქალაქებში და სამომავლოდ ვგეგმავთ 10 000 სტუდენტამდე გავიზარდოთ.

ეს არა მხოლოდ Skillwill-ის, არამედ, ვფიქრობ, რომ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე დადებით გავლენას მოახდენს, რადგანაც IT-სექტორში, ტექნოლოგიურ სექტორში საშუალო ანაზღაურება არის საკმაოდ მაღალი და ჩვენი სტუდენტების წარმატებით დასაქმებასთან ერთად, ზოგადად, ამ ყველაფერს ექნება დადებითი გავლენა ეკონომიკაზე ერთი მხრივ IT- სერვისების ექსპორტის ზრდის კუთხით, ასევე, მეორე მხრივ, ადგილობრივი ბიზნესის გაუმჯობესებული კონკურენტუნარიანობის კუთხით," - აცხადებს Skillwill-ის დამფუძნებელი.

დღის ამბები