24 ნოემბერი 2026,   12:59
ვრცლად
არსებობს ალტრუისტული სუროგაცია, რომელიც იქნება ფორმა, რომ ოჯახებს, რომლებსაც არ ჰყავთ შვილი, შეეძლოთ მისი ყოლა - ირაკლი ფავლენიშვილი სუროგაციის აკრძალვაზე

უახლოეს მომავალში, პარლამენტი სუროგაციის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვას დაიწყებს. ცვლილებების მიხედვით, ქვეყანაში სუროგაცია სრულად აიკრძალება. ცვლილებები არ ეხება ე.წ. ინვიტრო განაყოფიერებას.

უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი მძიმე რისკების თავიდან არიდებაა. იმ პირების 98%, რომელიც საქართველოში სუროგაციის გზას მიმართავს, უცხოეთის მოქალაქეა, ქვეყნები კი სადაც საქართველოში დაბადებული ჩვილები გაჰყავთ შეზღუდული არ არის.

აქცენტი კეთდება საერთაშორისო პრაქტიკაზეც, სუროგაცია მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში აკრძალულია და ხშირად სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირდება. რისკები კი არსებობს ადამიანებით ვაჭრობის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის მიმართულებით.

სუროგაციის აკრძალვას მხარს უჭერს საპატრიარქოც. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას შიო მესამემ მნიშვნელოვანი ინიციატივა უწოდა.

თემაზე საუბრობენ ოპოზიციურ სპექტრშიც. პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი, გამოსავალს ალტრუისტულ სუროგაციაში ხედავს, რათა ოჯახებს, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ, ჰქონდეთ ბავშვის ყოლის შესაძლებლობა.

"არსებობს ალტრუისტული სუროგაცია, რომელიც იქნება ფორმა, რომ ოჯახებს, რომლებსაც არ ჰყავთ შვილი, შეეძლოთ მისი ყოლა. ეს, მათ შორის, დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, იქნება ყველაზე ადეკვატური პრაქტიკა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები