25 ნოემბერი 2026,   09:09
ვრცლად
ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაცია დასრულდა

ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაცია დასრულდა. სამუშაოები 46 ათას ჰექტრამდე ფართობზე ჩატარდა, რომლის საფუძველზეც ტყის მართვის ათწლიანი გეგმა შემუშავდება.

მათ შორისაა სანიტარიული ჭრები, ტყის აღდგენის ღონისძიებები, სატყეო გზების მოწყობა და სხვა სამუშაოები. 2026 წელს ინვენტარიზაციის სამუშაოები შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ჯამში, 238 ათას ჰექტარ ფართობზე ჩატარდა.

დღის ამბები