25 ნოემბერი 2026,   09:28
ვრცლად
სლოვაკეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მცხოვრებ სლოვაკებს არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემა აღარ შეეძლებათ

საზღვარგარეთ მცხოვრებ სლოვაკებს არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემა აღარ შეეძლებათ, საკუთარი არჩევანის დაფიქსირების საშუალება ემიგრანტებს მხოლოდ საელჩოებში ექნებათ. კანონპროექტი სლოვაკეთის პარლამენტმა დაამტკიცა.

იმისთვის, რომ პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ძალაში შევიდეს, საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერაც.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განმარტებით, ცვლილების მიზანი თაღლითობისა და მანიპულაციების თავიდან აცილებაა.

დღის ამბები