25 ნოემბერი 2026,   09:40
ვრცლად
კულტურის მინისტრმა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს კულტურის მინისტრმა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

პროექტს ფონდი "ქართუ" ახორციელებს. მაია ბითაძე თეატრის შემოქმედებით პროცესთან დაკავშირებულ აქტივობებს და სამომავლო გეგმებსაც გაეცნო.

მინისტრი ასევე იმყოფებოდა ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში . გაეცნო ცენტრსა და მუზეუმში განხორციელებულ სამუშაოებს და მოისმინა არსებული საჭიროებების შესახებ.

"დასკვნით ეტაპზეა ზუგდიდის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ფონდმა "ქართუმ" აწარმოა. ქალაქს ექნება სრულიად ახალი, რეაბილიტირებული და მოდერნიზებული თეატრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შემოქმედებითი საქმიანობის განსახორციელებლად. მიუხედავად იმისა, რომ დადიანების სასახლის ერთი მიმართულებით, ეს არის ნიკოსეული სასახლე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, კვლავ გამოწვევად რჩება მუზეუმთან დაკავშირებული საკითხები. ვფიქრობთ, ეს ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება კულტურის სამინისტროსთვის", - აცხადებს საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე. 

დღის ამბები