ტერორიზმთან ბრძოლა, მიგრაცია და ლტოლვილთა კრიზისი - ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელსაც სტრასბურგში ზამთრის საპარალმენტო სესიაზე განიხილავენ.
სესია დღეს იხსნება და მას ქართული დელეგაციაც დაესწრება. სესიაზე საქართველოსთან მიმართებით სპეციალური მოხსენება ან რეზოლუცია არ განიხილება.
მონიტორინგის კომიტეტში საქართველოზე იმსჯელებენ, სადაც მომხსენებლები ანგარიშს წარადგენენ. ყურადღება რუსთავი 2-ის საქმეზეც გამახვილდება.
შეხვედრებზე არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამ საკითხზე აპირებს საუბარს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით სტრასბურგში მართავს შეხვედრებს.