საერთაშორისო ორგანიზაციამ, HUMAN RIGHTS WATCH-მა, 2015 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზეა საუბარი. ანგარიშის მიხედვით, საქართველო ისევ რჩება ქვეყნად, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არამდგრადია.
ანგარიშში მედიაში არსებულ პრობლემებზეც არის საუბარი. ორგანიზაცია რუსთვის 2-ზე, ტელევიზიის საკუთრებასა და მართვაში ყოფილი და ახლანდელი მაღალჩინოსნების სავარაუდო ჩარევის თაობაზე წერს. დასკვნაში ასევე ტაბულას ჟურნალისტების დაკავებაზეც არის საუბარი, რომლებიც სამართალდამცველებმა პლაკატების გამო აიყვანეს. ანგარიშში მოხვდა ტელეკომპანია იმედის თოქშოუების დახურვის თემაც.
გასული წლის ანგარიშში დეტალურად წერია ქვეყნაში არსებულ შერჩევით სამართალზე და ყოფილი თანამდებობის პირების დაკავებაზე. მათ შორისაა გიგი უგულავას გამოშვებისა და დაკავების საქმე.
საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში მოხვდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტების არასათანადო გამოძიება.
HUMAN RIGHTS WATCH შეეხო წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტებს. ანგარიშში მოხვდა ადვოკატ გიორგი მინდაძის ცემის ფაქტი. დასკვნაში საქართველოში მომხდარი მკვლელობის ტრანსგენდერ საბი ბერიანიძის საქმეც მოხვდა.
ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, თამარ ნუცუბიძე, ვანო გავაშელი.