20 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
ევროსაბჭოში დღეს საქართველოს შესახებ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს განიხილავენ

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტში დღეს საქართველოს შესახებ მომზადებულ სპეციალურ საინფორმაციო ანგარიშს განიხილავენ.

მომხსენებლები, საქართველოში შემოდგომაზე იმყოფებოდნენ. დოკუმენტში შესულია ყველა აქტუალური თემა. ცნობილია, რომ მასში ყურადღება გამახვილდება რუსთავი 2-ის საქმეზეც. თუმცა, დეტალებს თავად მომხსენებლები ამ ეტაპზე არ ახმაურებენ.

"მედიაპლურალიზმი და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ამას მუდმივად თვალყურს ვადევნებთ,“- განაცხადა მომხსენებელმა, კორსტინ ლუნდგრენმა.

სტრასბურგში მყოფ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ანგარიშის მიმართ დადებითი მოლოდინი აქვთ. განსხვავებულად ფიქრობენ ნაციოანლური მოძრაობის წევრები.

დღის ამბები