20 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
რუსთავი2–ის საქმე სამი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტში მოხვდა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსთავი2–ის საქმე ერთდროულად სამი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ დოკუმენტში მოხვდა.

ჰუმან რაითს ვოჩის და ევროპარლამენტის შემდეგ, დამოუკიდებელ მედიაზე შეტევას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აფასებს.

ევროპის საბჭოს დოკუმენტში დეტალურადაა განხილული რუსთავი2-ის სქმე და აღნიშნულია, რომ ამ პროცესებმა ქვეყანაში მედიათავისუფლების და სასამართლო დამოუკიდებლობის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ჰუმან რაითს ვოჩის ანგარიშში რუსთავი2–ის საქმეს, ტელეკომპანია ტაბულას  ჟურნალისტების დაკავებას პლაკატების გაკვრის გამო და იმედის თოქ შოუების დახურვას დიდი ადგილი ეთმობა.

„ჩვენ რეზოლუციაში დავაფიქსირეთ კრიტიკა, რომელიც ეხება გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებულ პრობლემებსა და შერჩევით სამართალს. ხაზი გავუსვით, რომ პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დაბალანსებული და მწიფე პოლიტიკური სისტემისთვის,“ - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, იარომირ სტეტინამ.

 

 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი

დღის ამბები