20 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
ახალ 20 და 50 ლარიანებს დღეიდან მიმოქცევაში ჩაუშვებენ

განახლებული 20 და 50 ლარიანი ბანკნოტები დღეიდან მიმოქცევაში ჩაეშვება. არსებული ინფორმაციით ახალი ბანკნოტები ძველთან ერთად იქნება მიმოქცევაში.

რაც შეეხება განახლებულ 100 ლარიანს ის მიმოქცევაში წლის განმავლობაში ჩაეშვება. ახალი ბანკნოტები ზომით ძველზე დიდი და ფერადია. ბანკნოტები მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დამცავი ნიშნებით არის დაცული.

ლარის 20 წლიანი ისტორიის მანძილზე, ეს ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლება. ეროვნული ბანკი დღეს ამ თემასთან დაკაშვირებით განცხადების გავრცელებას გეგმავს.


დღის ამბები