ვარკეთილში ერთ-ერთ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაცია დღეს ჩაუტარდება. მას გულმკერდის დახურული ტრავმა და ლავიწის ძვლის მოტეხილობა აქვს.
აფეთქება ვარკეთილის მე-3 მასივის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე გუშინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. შემთხვევას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა.
გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.