სპორტკომპლექს ოლიმპის ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან ბავშვები, მათი მშობლები, მწვრთნელები და ოლიმპის დამფუძნებელი მამუკა გუგეშაშვილი. მათი ინფორმაციით, მშენებლობაზე ოფიციალური ნებართვა დედაქალაქის მერიან დღეს უნდა გასცეს.
"არ წაართვა ბავშვებს მომავალი" - ამ წარწერებით ტრასფარანტებით მივიდნენ დღეს ოლიმპის სტადიონზე აქციის მონაწილეები. ისინი სტადიონის აღდგენას ითხოვენ. როგორც ცნობილია, სტადიონის ადგილზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.
იმ შემთხვევაში, თუ მერია მშენებლობის ნებართვას გასცემს, სპორტკომპლექს ოლიმპის დამფუძნებელი მამუკა გუგეშაშვილი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
როგორც ცნობილია, სტადიონის დემონტაჟი უკვე განხორციელდა.