20 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
ბაღის პედაგოგთა ხელფასები თებერვლიდან უნდა გაიზარდოს

საბავშვო ბაღების პედაგოგებს თბილისში ხელფასები გაეზრდებათ. მატება თებერვლიდანვე მოხდება და ხელფასები 5-დან 20 პროცენტამდე მოცულობით გაიზრდება.

ამისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ხელფასის ზრდა 6 ათასზე მეტ თანამშრომელს შეეხება.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის თქმით, ჯამში მთლიანობაში ხელფასის ზრდა შეეხება 6 ათას 585 თანამშრომელს, რისთვისაც 2016 წლის ბიუჯეტიდან დახლოებით 3 მილიონ 642 ათასი ლარია გათვალისწინებული.

„საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორს 5 პროცენტით მოემატება ხელფასი, სამეურნეო ნაწილის კოორდინატორს - 10 პროცენტით, ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორს - 15 პროცენტით, აღმზრდელებსა და აღმზრედელების თანაშემწეებს 10-10 პროცენტით, მზარეულებს, მზარეულის თანაშემწეებს, დამლაგებლებს და მრეცხავებს 20-20 პრეოცენტით, საქმის მწარმოებლებს - 15 პროცენტით, ფსიქოლოგებს - 15 პროცენტით და ლოგოპედებს - 10 პროცენტით“ , - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ. 

დღის ამბები