20 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
ქავთარაძის ქუჩაზე მამაკაცი შენობიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით ის ადგილზე გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გარდაცვლილი  შვილთან ერთად მუშაობდა მშენებლობაზე.

ამ დროისთვის მშენებარე სახლთან პოლიცია იმყოფება. თვითმხილველების თქმით, მშენებლობაზე დასაქმებული ყველა მუშა შენობის გარეთ გამოიყვანეს. მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება.

საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ქავთარაძის ქუჩაზე მშენებარე შენობა 14 სართულიანია და ადგილობრივი მცხოვრებლები გასულ წელს მის მშენებლობას აპროტესტებდნენ. 

დღის ამბები