ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებული სტაჟირების სისტემის კონცეფციის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და პროკურორები დაესწრნენ. სავალდებულო სტაჟირების სისტემაადვოკატის პროფესიაში შესვლის მსურველის პროფესიულ უნარ ჩვევებში მომზადებას გულისხმობს. სასწავლო და პრაქტიკული კურსის გავლის გზით სავალდებულო სტაჟირების სისტემის მიზანია საადვოკატო საქმიანობის პრაქტიკული ცოდნის მიღება. სისტემა უნდა ამოქმედდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან.
"მუდმივი სტაჯირების სრულყოფა, ეს ჭირდებათ ძალიან ადვოკატებს იმსითვის, რომ ამ ფორმამ მიიღოს უფრო სრულყოფილი სახე და დაეხმაროს მთლიანად, როგორც პროფესიულად ამ ინსტიტუციას გაძლიერებისთვსი, ისე ინდივიდუალურად მის წევრებს. რათა საკითხი იყოს სმაართლებრივად მოწესრიგებული და ჩვენ ვუჭერთ მხარს ადვოკატთა ინსტიტუციის გაძლიერებას“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.
ქართული ოცნების» წევრის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი და მისასალმებელია ადვოკატთა პროფესიის მზარდი განვითარება.
“ ადვიკატთა ასოსიცაცია როცა შევქმენით ჯერ კიდევ ამ საუკუნის პირველ წლებში, მე მახსოვს როგორ იბრძოდა ერთი ჯგუფი იმისათვსი, რომ ადვოკატები ყოფილიყვნენ მხოლოდ დიპლომირებული იურისტები და არა მუდმივი განახლებადი განათლების, მუდმივი სტაჯირების მოთოვნების ქვეში. ასე, რომ მე მივესალმები ადვაკატთა პროფესიის ასე მზარდ განვითარებას“-აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის თქმით, მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრების ადვოკატთა პროფესიაში მიღება.
“ ძალზედ მნიშვნელოვანია კიდევ უფრო კვალიფიციური კადრების ადვოკატთა პროფესიაში მიღების პორცესი და სწორედ ამ ყველაფრისთვის ხელის შეწყობის მიზნით ჩვენ დავიწყეთ რეფორმა ადავოკატთა პროფესიაში“- განაცხადა ირაკლი ყანდიაშვილმა.