საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხს გამოეხმაურნენ საკრებულოს ფრაქცია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. დეპუტატების განცხადებით, სახელფასო ფონდის 5-დან 20 პროცენტამდე მოცულობით გაზრდა არასაკმარისია.
"თბილსის მერიას მოვუწოდებთ, საკუთარი ჩინოვნიკებისთვის გაზრდილი 5 მილიონიანი სახელფასო ფონდის ნაცვლად, ხელფასები მინიმუმ 20 პროცენტით მაინც გაუზარდონ, არა მხოლოდ ბაღის პედაგოგებს, არამედ, ავტობუსების მძღოლებსაც, დამგველებსაც და სხვა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ძალიან დაბალ ხელფასზე მუშაობს თბილისის მერიაში," - განაცახდა ირაკლი აბესაძემ.