შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურმა კაბალის ხეობაში დაკარგული სამი მონადირის ძებნა შეწყვიტა. სამაშველო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ძებნის შეწყვეტა მთაში ტემპერატურის ვარდნამ და ზვავსაშიშროებამ გამოიწვია.
დაკარგული მონადირეების ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ მათთვის საძიებო ღონისძიებების შეჩერების შესახებ არავის უცნობებია და ხელისუფლებას კვლავ დახმარების თხოვნით მიმართავენ, უახლოეს დღეებში კი საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.
შეგახსენებთ, რომ 27 დეკემბერს, სამი ახალგაზრდა კაბალის ხეობიდან გაუჩინარდა.