სპორტკომპლექს ოლიმპის სტადიონზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის საკითხი ამ დრომდე ღიად რჩება, მერიამ სამშენებლო ნებართვა არ გასცა. გადაწყვეტილების დამატებითი დეტალები მუნიციპალიტეტში არ განუმარტავთ, ამიტომ უცნობია ეთქვა თუ არა საბოლოოდ უარი ესტონური კომპანიას ოლიმპის მოედანზე საცხოვრებელი კორპუსის აშენების შესახებ.
საბა პლიუსის წარმომადგენლებმა სპორტული მოედნის ადგილზე მრავალსართულიანი ბინის ასაშენებელი ნებართვის მისაღებად მერიას 2015 წლის 30 დეკემბერს მიმართეს.
საფეხბურთო სკოლა ოლიმპის მოედნის დემონატაჟი სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და მწვრთნელებმა სტადიონზე დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები საფეხბურო მოედნისთვის სპორტული კომპლექსის სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ და მერიას მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმისკენ მოუწოდეს.
ამ დრომდე უცნობი რჩება, გასცემს თუ არა მშენებლობის ნებართვას მერიის არქიტექტურის სამსახური. ნებართვის გაცემის შემთხვევაში სპორტკომპლექს ოლიმპის დამფუძნებელი მამუკა გუგეშაშვილი მერიას სასამართლოში უჩივლებს.