20 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ბიძინა კუჭავას საქმე - ბალისტიკური ექსპერტიზის წინასწარი პასუხი უკვე ცნობილია

ბიძინა კუჭავას საქმეზე ბალისტიკური ექსპერტიზის წინასწარი პასუხი უკვე ცნობილია. ექსპერტებმა იმ ტყვიის ტრაექტორია განსაზღვრეს, რომელიც ბიძინა კუჭავას გარდაცვალების მიზეზი გახდა.

გამოძიება კუჭავას სახელზე რეგისტრირებულ კიდევ 2 პისტოლეტს ეძებს. 4 რეგისტრირებული იარაღიდან ორი ამოღებულია, ერთი რომლითაც ოფიციალური ინფორმაციით, კუჭავამ თავი მოიკლა – მეორე კი მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, რომელიც გამოძიებამ ბიზნესმენის მანქანაში შემთხვევით მეორე დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინა.

გამოძიებისგან დავით პოპოვის მანქანის დათვალიერებას და საფუძვლიან შესწავლას ითხოვს კუჭავების ადვოკატი, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ ავტომობილში სადაც ბიძინა კუჭავა გარდაცვლილი ნახეს, მნიშვნელოვანი კვალის აღმოჩენაა შესაძლებელი, რითიც ოფიციალურ – – თვითმკვლელობის ვერსიას შეცვლიან.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები