განათლების სამინისტრო ცვლილებების პაკეტზე მუშაობს, რომელიც უკვე წლის ბოლოდან უნდა შევიდეს ძალაში. ჯერჯერობით უცნობია დეტალები, თუმცა როგორც სანიკიძის უწყებაში აცხადებენ პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი მეცნიერების ტესტირებაა, რომლის გარეშეც უმაღლეს სასწავლებლებში ვერც პროფესორის სტატუსის მქონე პირები შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას. ცვლილებები შედის უნივერსიტეტების მართვაშიც.
წლის ბლომდე ატესტაციის გავლა უმაღლესი სასწავლებლების მეცნიერთანამშრომლების გარდა პროფესორის სტატუსის მქონე პირებსაც მოუწევთ. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით მათი კომპეტენციის შემოწმება სავალდებულო იქნება და სამეცნიერო სფეროს წარმომადგნელებს ატესტაციის გავლა 5 წელიწადში ერთხელ მოუწევთ.
იმის მიუხედავად, რომ განათლების სამინისტროს ატესტაციის ფორმა ჯერ არ მოუფიქრებია, უკვე ცნობლია, რომ მეცნიერი, რომელიც ატესტაციას ვერ გაივლის უმაღლეს სასწავლებელშიც ვერ იმუშავებს. რა ტიპის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ მათ წლის ბოლომდე უნდა გაირკვეს.
სიახლეებზე დღეს სამეცნიერო წრეებთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში განიხილავდნენ, კანონპროექტის საბოლოო ვერსიას დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნიან.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი