თბილისში გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კედლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ოჯახი დაზარალდა. დაზარალებულმა მოქალაქემ საკუთარი სურვილით საცხოვრებელი არ დატოვა. შემთხვევის ადგილი უკვე გაწმენდილია ნანგრევებისგან.
დაზიანებული შენობის კონსერვაციისთვის სპეციალური სამუშაოები კი დღეს დაიწყება. ახოსპირელის მესამე ჩიხში, ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა კრწანისის გამგებელიც, რომელიც აცხადებს, რომ სურვილის შემთხვევაში, შენობაში მცხოვრებ ოჯახებს ქირით გაიყვანენ.