H1N1-ით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს გრიპის ვირუსით გარდაცვლილი უკვე მერვე ადამიანია ამ სეზონზე. აქედან 7 H1N1-ის, 1 კი H3N2 გრიპის ვირუსის შტამით გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ წინა კვირებთან შედარებით, ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა იკლო.
ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა ფატალური შემთხვევის მიზეზი დაგვიანებული მკურნალობაა.
დაავადებათა ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, გრიპის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დროულად მიმართონ ექიმებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები.