20 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
"მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძეა - ცვლილებები საჯარო რეესტრის ვებ გვერდზე უკვე აისახა

ცვლილებები მაესტროს მეწილეთა რიგებში საჯარო რეესტრის ვებ გვერდზე უკვე აისახა. ამონაწერის მიხედვით, მაესტროს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გახდა.

მომღერალმა, რომელიც უკვე ფლობდა მაესტროს 25 პროცენტს, გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისგან 15-15 პროცენტი შეიძინა.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, გია გაჩეჩილაძესთან ერთად მაესტროს აქციების 25%-ს მფლობელი მაკა ასათიანი, 15%-ის მამუკა ღლონტი, ეკატერინა აკობია კი ტელეკომპანიის აქციების 5%-ის მეპატრონეა. ამ დრომდე არ სახელდება თანხა, რომელიც გაჩეჩილაძემ ყოფილ მოწილეებს გადაუხადა.

გარიგებას წინ უძღოდა ცვლილებები სარეკლამო ბაზარზე - მაესტროს სარეკლამო დრო ტელეკომპანია იმედმა შეიძინა.

ცვლილებებზე მაესტროს ხელმძღვანელობა დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

დღის ამბები