20 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ბიძინა კუჭავას ადვოკატმა და დამოუკიდებელმა ექსპერტმა დღეს დავით პოპოვის მანქანა უნდა დაათვალიერონ

ბიძინა კუჭავას ადვოკატმა და დამოუკიდებელმა ექსპერტმა დღეს დავით პოპოვის მანქანა უნდა დაათვალიერონ.

ნათია კორკოტაშვილის თქმით, ბევრი რამ ამ დრომდე ბუნდოვანია და იმედოვნებს, რომ მანქანის დეტალური დათვალიერების შემდეგ გაჩენილი კითხვების ნაწილს მაინც გაეცემა პასუხი.

ადვოკატი ასევე ამტკიცებს, რომ საქმის მასალები მათ არასრულად აქვთ გადაცემული და დოკუმენტების ბოლომდე მიწოდებას ითხოვს. რაც შეეხება არჩილ თალაკვაძის წინააღმდეგ სარჩელს, მისი შეტანა სასამართლოში კვირის ბოლომდე იგეგმება.

დღის ამბები