ხანძარი თბილისში. გვიან ღამით ცეცხლი შარტავას ქუჩაზე მდებარე 16 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, კორპუსის მეექვსე სართულზე გაჩნდა.
არსებობდა მისი გავრცელების საფრთხე, რის გამოც შენობიდან რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, ბინაში სადაც ცეცხლი გაჩნდა არავინ ცხოვრობს.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 მანქანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული. რამ გამოიწვია ხანძარი ამ დროისთვის უცნობია.