პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატთან ერთად, პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ასევე უნდა გადაწყდეს, როდის მოუსმენენ გიორგი ქადაგიძეს დეპუტატები ეროვნული ბანკის პრეზინდეტის რანგში.
უმრავლესობა ჯერ ვერ ჩამოყალიბდა კონკრეტულ თარიღზე. პასუხი ამ კითხვაზე არც პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს.
სავარაუდოდ, ქადაგიძის მისვლა პარლამენტში მიმდინარე კვირას ვერ მოხერხდება.
ქართული ოცნება, ოპოზიციისგან განსხვავებით, ქადაგიძის ანგარიშის მოსმენაში აზრს ვერ ხედავს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა თებერვლის ბოლოს ეწურება.