20 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
დარღვევები იუსტიციის საბჭოში - მამუკა ახვლედიანი არასამთავრობოებს დოკუმენტაციას მიაწვდის

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის დროს არსებულ დარღვევებზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, სამოქალაქო სექტორს ინფორმაციასა და დოკუმენტაციას გააცნობს.

მამუკა ახვლედიანის ინიციატივით 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა 10 საათზეა ჩანიშნული.

როგორც კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წევრ ორგანიზაციებში განმარტავენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მათ ის დოკუმენტაცია უნდა მიაწოდოს, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება და მოსამართლეთა განაწილება დარღვევის ფონზე მიმდინარეობს.

 

 

დღის ამბები